ორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას

უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„დონალდ ტრამპმა გამოააშკარავა, რომ ლიბერალურმა ამერიკულმა მთავრობამ მილიონობით დოლარით იყიდა გავლენა სხვა ქვეყნებში, უნგრეთის ჩათვლით. ისინი აფინანსებდნენ პრომიგრაციულ, გენდერულ პოლიტიკას, ოჯახის საწინააღმდეგო ძალებს და პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავს ესხმიან ეროვნულ სუვერენიტეტს. ეს მიუღებელი და აღმაშფოთებელია“, - აღნიშნა ორბანმა.
ორბანმა დააანონსა ზომების გამკაცრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს აშშ-ისგან და მილიარდერ ჯორჯ სოროსისგან.
„ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ მაინც გვაქვს გარკვეული ხარვეზები. ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე არხი, რომლის საშუალებითაც მათ ასობით მილიონი ფორინტი გადაურიცხეს უნგრულ მედიასა და ორგანიზაციებს. მთელი სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს. ამიტომ მთავრობა ნიშნავს კომისარს ამ დავალების შესასრულებლად. მე ვთავაზობ პარლამენტს, მიიღოს კანონები, რომლებიც საჭიროა ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და რომლებიც ჯერ კიდევ არ გვაქვს. მთავრობა დახურავს სოროსის ქსელის ფულისთვის განკუთვნილ მილსადენებს“, - დასძინა ორბანმა.
1740410421
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...
1740405638
ახალი ამბები„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა
„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...
1740404772
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბან...
1740403638
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8049 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740402051
ახალი ამბებიპარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინ...