ირაკლი კირცხალია „ფარას“ ანალოგზე: ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას, არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „ფარას“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამყარებას.

დეპუტატის თქმით, არაერთხელ ყოფილა საქართველოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.

ამასთან, კირცხალია ამბობს, რომ უნდა შეიგნონ პარტნიორებმა რომ ღირსეულ, თავმოყვარე ქვეყანას ესაუბრებიან.

„ფარას“ კანონის ასლი ემსახურება ერთადერთს, აღკვეთას იმ საშინელების, დესტრუქციის, ბინძური და ბოროტი ზრახვების, რომელიც აქ გააჩნდათ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს, იქნებოდა ეს ამერიკაში, ევროკავშირში თუ საქართველოში.  ფაქტი სახეზეა, ამის სურვილი იყო და უკვე ვეღარ ვთვლით, მერამდენედ ცდილობდნენ ამ სახელმწიფოს გადატრიალებას. მარტო რამდენჯერ წვავდნენ ამ შენობას, საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით. ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა?! ეს ყველაფერი, ხომ უკვე გაშიფრულია.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი დონორი, სამწუხაროდ იყო აშშ-დან, USAID-ი, რომელსაც ჩვენი მხილებაც აღარ სჭირდება, ამას თვითონ აშშ-ში მოქმედი ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამხელს. 3 თვით შეჩერებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველანაირი დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, ამის სამართლებრივ პროცესსაც ძალიან მალე ვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ.

„ფარას“ კანონის ასლი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამყარებას. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და განვითარებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს აქ რაღაც ორგანიზაციების, ავად მოსურნე ხალხის, ავადმყოფური იდეების განხორციელების მცდელობა. არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ამ ბოლო 35 წლის მანძილზე და ბევრი რაღაც ვისწავლეთ, თუნდაც ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე.

დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამას უნდა შეეგუონ ჩვენი მეგობრებიც, პარტნიორებიც და ის აგენტებიც, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში ე.წ. ოპოზიციის სახელით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მათივე პატრონები, რომლებიც აქ დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე და ანტისამთავრობო მიტინგებში  და გამოსვლებში  იღებდნენ მონაწილეობას.  უნდა მიხვდნენ და შეიგნონ, ღირსეულ, თავმოყვარე ქვეყანას ესაუბრებიან. პარტნიორობა ჩვენ ვიცით ღირსეული და სუვერენული“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740415657

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან

ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1740413384

ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური

1740412185

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას

 უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...

ორბანი

1740410421

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე

 „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...

ირაკლი კირცხალია

1740405638

ახალი ამბები

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...

პოლიტიკოსი