სპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და „META“-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა.ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაზარალებულის და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გავასაჯაროოთ საქმის სხვა მტკიცებულებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1740412185
მსოფლიოორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...
1740410421
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...
1740405638
ახალი ამბები„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა
„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...
1740404772
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბან...
1740403638
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8049 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...