"რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება"

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა - ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ეს ძალზე რთულია.

ამ ოლიგარქებმა მისცეს ვლადიმერ პუტინს იმის გაკეთების უფლება, რასაც ის აკეთებს.

მის ხელებზე სისხლია“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტრასის თქმით, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი დიდ ბრიტანეთში „არასოდეს დაბრუნდება“.

„მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“ - ამბობს ბრიტანელი მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა იმის ფასს იხდის, რომ დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში არ ესმოდა იმ საფრთხის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო ავტორიტარულ რეჟიმთან შეგუების ძალზე ბევრი მაგალითი.

ეს თითქოს ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდებოდა.

ხოლო უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით.

თავისუფალი სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნავთობის, ელექტროენერგიის, საქონლის დაბალ ფასს და ეს ჩვენი თავისუფლების და უსაფრთხოების ხარჯზე ხდებოდა“ - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ცნობისთვის, რუსეთი 24 თებერვალს რამდენიმე მხრიდან უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანაში სამ კვირაზე მეტია სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. დაღუპულია ათასობით ადამიანი.

სხვა სიახლეები:

🔲 "ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა" - უკრაინული მხარე

🔲 "ქვეყნის ომში ჩასაბმელად, საქართველოში რუსი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ლალი მოროშკინა 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი