2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას
2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია რეალურ რეჟიმში გაცვლის ევროპის ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის - NCTS-ის მეშვეობით მონაცემებს.
ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მიერ წარდგენილ თანხმობას კონვენციებზე შეერთების შესახებ. აღნიშნულ კონვენციებში გაწევრიანებით, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას.
ამასთან, საქართველო გახდება იმ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას ევროკავშირსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სხვადასხვა დროს პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით, რამდენჯერმე ეწვია ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, უწყების პასუხისმგებელი პირები დელეგაციის წევრებს აცნობდნენ პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებს და მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ისეთები როგორიცაა ურთიერთაღიარებული ფინანსური გარანტიები და კონტროლის შემცირება, საგრძნობლად შეუმცირებს დროის/ფინანსურ რესურსს ევროკავშირის, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნესსუბიექტებს“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
1738321972
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...
1738320362
ახალი ამბებიმალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...
1738317324
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...
1738316052
მსოფლიო„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს
ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...
1738314200
საქართველოპრემიერი: თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ
„თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავით...