ვიქტორ ორბანი: ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და ბრიუსელელ ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ

„ბრიუსელში ყველას შეუძლია დაინახოს ტრამპის ტორნადოს მოახლოება, მაგრამ უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ შეუძლია მისგან თავის დაღწევა, ისინი ამას ვერ იზამენ“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.

მისი თქმით, ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და „ბრიუსელელ ბიუროკრატებს“ რთული პერიოდი ექნებათ.

„14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ზომით უკვე თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტური სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე, დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ბრიუსელელი ბიუროკრატები თავს გვახვევდნენ, დასრულდა.

ჩვენ, ასევე, შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და ბრიუსელელ ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ. გვჭირდება შეთანხმება, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს.

ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. რაც შეეხებათ ბრიუსელელ ბიუროკრატებს, რაც დასთესეთ, იმას მოიმკით“, - წერს ორბანი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738662422

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხად...

მამუკა მდინარაძე

1738661700

ახალი ამბები

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის გამოსწორება. „მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთ...

- ლევან მაჭავარიანი

1738660159

ახალი ამბები

„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს. დეპუტატის...

ლევან მაჭავარიანი:

1738659349

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა

ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, -...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659337

ახალი ამბები

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამ...

მიხეილ ყაველაშვილი