ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პრესკონფერენციები გამართეს

ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა გაიმართა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში. 

დელეგაციებს აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობენ.

საუბარმა გასტანა საათ-ნახევარი. შეხვედრა, როგორც ბლინკენმა განაცხადა, გაიმართა „კრიტიკულ მომენტში“.

ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.

ჟენევაში ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა და ლავროვმა გამართეს პრესკონფერენციები.

ბლინკენმა, თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან უკრაინის კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრა იყო გულწრფელი და სასარგებლო და ამავე დროს, ვაშინგტონს სურდა გაერკვია, არის თუ არა მზად რუსეთი უკრაინაში ვითარების განმუხტვის მიზნით დადგეს დიპლომატიის გზაზე.

ბლინკენმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ აშშ დათანხმდა, გაუზიაროს რუსეთს თავისი შეშფოთება და იდეები უფრო დეტალურად წერილობითი ფორმით მომავალ კვირაში და დასძინა, რომ ლავროვი და ის შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიპლომატიური პროცესი.

მისი შეფასებით, შეხვედრა არ იყო პოლემიკური და რომ მას საქმიანი ხასიათი ჰქონდა. „არ მოველოდით, რომ დღეს რაღაც სერიოზული გარღვევები მოხდებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა უფრო მკაფიო გზას ვადგავართ ერთმანეთის პოზიციების გაგების მხრივ.

ბლინკენის თქმით, ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამაში დარწმუნებული არ არიან. „ჩვენ იმას ვხედავთ, რასაც - ყველა, და სწორედ საქმე და ქმედება, და არა სიტყვები ქმნის ამ განსხვავებას“, განაცხადა ბლინკენმა.

ლავროვმა შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება შეაფასა, როგორც „კონსტრუქციული და სასარგებლო“ და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ახლა შეუძლებელია დასკვნა იმის შესახებ, სწორ გზას ვადგავართ თუ არა აშშ-თან მოლაპარაკების პროცესში: „არ შემიძლია იმის თქმა, სწორ გზას ვადგავართ, თუ არა. ამას მივხვდებით, როცა ამერიკელების პასუხს მივიღებთ ჩვენი წინადადების ყველა პუნქტზე“, - განაცხადა ლავროვმა. მოსკოვს სურს, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის თავის რიგებში შეყვანაზე და ასევე მოითხოვს აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ნატოს გარკვეული შეიარაღების გატანას.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა დასავლეთს დასრულდეს „ანტირუსული ისტერია“ უკრაინის კონფლიქტის სფეროში. რუსეთი არავის ემუქრება და არცერთ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს, თქვა მან ჟენევაში.

ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“. ლავროვმა შეხვედრის წინ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანთან სურთ განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. მან თქვა, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია მასზე აშშ-ის პოზიცია გაირკვეს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეთა მხრიდან იქნება ერთობლივი პასუხი. 

ბლინკენი თვლის, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა არ მოელოდა, რომ ერთ შეხვედრაზე ყველა უთანხმოება მოგვარდებოდა.

ლავროვის წინ მჯდომმა ბლინკენმა განაცხადა, რომ იქნება „ერთიანი, სწრაფი და ძლიერი“ პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც ღიაა კრიზისის დიპლომატიური მოგვარებისთვის.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვის კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.

მოსკოვის მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებს 2014 წლის შემდეგ 13 200 სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

ასევე საინტერესოა:

🔵 კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

🔵 ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები თურქეთში პრობლემური საკითხების განსახილველად მიიწვია

🔵 „რუსეთმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს უკრაინაზე თავდასხმა" - აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია