"15-მდე ოჯახს დაუკავშირდნენ და გადასცეს ბინები" - რას წერს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილი

ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის თამარ საუთიევა სოციალურ ქსელში წერს, რომ 15-მდე ოჯახს დაუკავშირდნენ და  ბინები გადასცეს.

"რამდენიმე ოჯახს დაუკავშირდნენ და გადასცეს ბინები.

დაახლოებით 10-15-მდე ოჯახია ჯერჯერობით.

რასაკვირველია, პოზიტიურად ვაფასებთ აღნიშნულს და ველით დანარჩენ 130-მდე ოჯახზე რა გეგმა არსებობს და ჩვენს შეთავაზებულ წინადადებაზე რა პასუხი აქვთ",- წერს თამარ საუთიევა.

ხვალ, 28 იანვარს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტი დაესწრებიან.

"დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლება უკვე დაწყებულია.

2022 წელს ავარიულ შენობაში მცხოვრები ყველა ოჯახი ახალ საცხოვრებელს, ეტაპობრივად, მიიღებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

🔳 ISFED: ფეისბუკის მიერ გაუქმებულმა არაერთმა პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა

🔳 NDI: მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობა და ფასების ზრდაა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...

ირაკლი კობახიძე

1741810419

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...

ირაკლი კობახიძე

1741808670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...

შალვა პაპუაშვილი

1741808637

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1741808601

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე