მამუკა ხაბარელი: ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა

 ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის,- განაცხადა ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ საოგარნიზაციოკომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში, 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

„პრემიერ – მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს. ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი 8 სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტეტბში სულ 50 ქვეყანაა გაწევრებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველის წინ“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738331015

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...

მაკა ბოჭორიშვილი

1738328631

ახალი ამბები

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...

 საქონლით ვაჭრობ

1738324474

მსოფლიო

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...

სტამბოლის მერი

1738321972

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...

საბერძნეთის პარლამენტ

1738320362

ახალი ამბები

მალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...

მალხაზ ურთქმელიძე