„ნახევრად დიქტატორი“ - რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ზელენსკიზე

 რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მას „ნახევრად დიქტატორი“ უწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Realitatea Plus-ის ეთერში განაცხადა.

ჯორჯესკუმ კიევის პოლიტიკოსები უკრაინა-რუსეთის „კონფლიქტის გაღვივებაში“ დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, „ევროპის ეკონომიკის დესტაბილიზაცია“ გამოიწვია.

რუმინელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მას ზელენსკის „ქცევასთან დაკავშირებით პრობლემა“ აქვს და მას „ნახევრად დიქტატორი“ უწოდა.

„სრული თანაგრძნობა და პატივისცემა მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გავხსენით ჩვენი საზღვრები და სახლების კარები მეზობლებისთვის. თუმცა, მე მაქვს პრობლემა კორუფციასთან და პოლიტიკოსების ცრუ დამოკიდებულებასთან, მათ შორის კიევში.

ასევე, მაქვს პრობლემა ნახევრად დიქტატორებთან, რომლებიც საკუთარ ინტერესებს და იმ ჯგუფის ინტერესებს, რომლებსაც წარმოადგენენ, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ასე რომ, მე ვკითხულობ: რატომ არ უშვებს ბატონი ზელენსკი, ბატონი იოჰანისის მსგავსად, თავისუფალ არჩევნებს? არ ეშინიათ? რამდენჯერ ითხოვა ბ-ნმა ზელენსკიმ დიალოგი, სანამ იარაღს ითხოვდა? - არც ერთხელ“, - განაცხადა ჯორჯესკუმ.

მან ასევე განმარტა თავისი განცხადება, რომ „უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა“.

„ის, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც დიდი ძალების ნებით შეიქმნა, ისტორიული ფაქტია. ეს არ უნდა ჩაითვალოს ტენდენციურ, ან ცილისმწამებლურ განცხადებად. გერმანიამაც კი ხელახლა შექმნა საკუთარი თავი 1989 წელს კედლის დანგრევით, ამიტომ, ეს განცხადება შეურაცხყოფად კი არ უნდა ჩაითვალოს, არამედ ისტორიულ სიმართლედ, რომელიც გასათვალისწინებელია. რაც არ უნდა გადაწყვიტონ დიდმა სახელმწიფოებმა, მათ მაინც აქვთ გადაწყვეტილების უფლება“, - აღნიშნა ჯორჯესკუმ.

ამასთან, რუმინელმა პოლიტიკოსმა ისაუბრა უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რუმინეთს შესაძლოა, პრეტენზია ჰქონდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას გამოეხმაურა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყებამ ჯორჯესკუ დაადანაშაულა იმაში, რომ მას „მოსკოვში პატრონები ჰყავს“.

„რაც შეეხება უკრაინაში რუმინეთის ტერიტორიებს, მოხარული ვარ, რომ ვხედავ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მძაფრ რეაქციას, რადგან ეს ნიშნავს, რომ კიევში დიპლომატებმაც იგრძნეს, როგორ ჟღერს ეს განცხადება, რაც ეროვნულ იმედგაცრუებას იწვევს.

ეს იგივეა, რასაც ათიათასობით რუმინელი გრძნობს უკრაინაში, მასწავლებლები, ოჯახები და ყველა ერთად, როდესაც ხედავენ, რომ მათაც არ აქვთ დიდი პატივისცემა რუმინელი ხალხის ენისა და ისტორიის მიმართ, ხალხის მიმართ, რომლებმაც თავიანთი ხელები და გულები გაუხსნეს უკრაინელი ლტოლვილების ტალღებს“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738331015

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...

მაკა ბოჭორიშვილი

1738328631

ახალი ამბები

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...

 საქონლით ვაჭრობ

1738324474

მსოფლიო

სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...

სტამბოლის მერი

1738321972

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...

საბერძნეთის პარლამენტ

1738320362

ახალი ამბები

მალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...

მალხაზ ურთქმელიძე