არჩილ გორდულაძე ლაშა გაბიტაშვილის მიმართ თავდასხმაზე: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს, არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/11/25366/archil-gorduladze_w_h.jpeg)
„ნებისმიერი სახით ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დადგენილი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომლის თქმითაც, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, ათას მავნე უბედურებას იგონებენ და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ.
„ამავდროულად, ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ დაფიქრდეს - თავდასხმა ამ კონკრეტულ ადამიანზე ვის აძლევდა ხელს - „ქართულ ოცნებას“, თუ იმ ძალებს, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნების გამოყენებაში არიან არაერთგზის მხილებული. ვისაც აწყობს და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს, არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, მათ შორის, გარდაცვლილ ადამიანებს, გარდაცვლილ არასრულწლოვანებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ხშირად ახდენენ ყველაფრის ტირაჟირებას, ათას მავნე უბედურებას იგონებენ ხოლმე და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1739278296
ახალი ამბები„მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“ - ირაკლი კობახიძე
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გა...
1739277337
ახალი ამბები„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი
„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle...
1739276072
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: ვაპირებთ, ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ
„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1739273385
ახალი ამბები„ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა“ - მაკა ბოჭორიშვილი
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, არის ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარება იმ ფაქტების, იმ პოზიციების, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღე...
1739272378
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით
„ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...