„აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“- შალვა პაპუაშვილი

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ.“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როდესაც ამას ყველაზე დიდი დონორი აღიარებს, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.

„ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა. მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ.

მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.

ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური „ენჯეობის“ უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738568074

მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროსთან 48 საათში 11 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში ბოლო 48 საათის განმავლობაში 11 მიწისძვრა მოხდა, რომელთა მაგნიტუდა 4-4,8-ს შეადგენდა. ამის შესახებ Nexta Live წერს. მეცნიერები კიკლანდის კუნძულებსა და კუნძულ სა...

საბერძნეთის სანაპირო

1738563919

მსოფლიო

ტრამპმა და მასკმა USAID მკაცრად გააკრიტიკეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „რადიკალი შეშლილების გროვა მართავს“. ტრამპმა სააგენტოში საკადრო ცვლილებები დააანონსა. ინფორმაციას De...

ტრამპმა და მასკმა USAID მკაცრად გააკრიტიკეს

1738562342

მსოფლიო

2025 წლის Grammy-ს გამარჯვებულები ცნობილია

ლოს-ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. წლის ალბომის კატეგორიაში ბიონსემ გაიმარჯვა ჩანაწერით Cowboy Carter. ეს, ბიონსესთვის ამ ნომინაციაში აღებული პირველი გრემია, 99-ე ნომინაციით კი, ის ხმის ჩა...

ბიონსე

1738559531

ახალი ამბები

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ. საგამოძიებო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები უნდა შეისწავლოს. ბიზნესის რეკეტი, აგვისტოს...

ზოგასი

1738559025

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება

მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმ...

გიორგი ვოლსკი