ტრამპმა და მასკმა USAID მკაცრად გააკრიტიკეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „რადიკალი შეშლილების გროვა მართავს“. ტრამპმა სააგენტოში საკადრო ცვლილებები დააანონსა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოს ხელმძღვანელობას თანამდებობიდან მოხსნის, შემდეგ კი „შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.
USAID აშშ-ის საგარეო სამოქალაქო დახმარებაზე და განვითარების საკითხებში თანამშრომლობაზეა პასუხისმგებელი. ამ სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 42,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ბიზნესმენმა ილონ მასკმა გააკრიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. მასკმა USAID-ს დანაშაულებრივი ორგანიზაცია უწოდა და ის ბიოლოგიური იარაღის შექმნის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა 90 დღით ყველა ქვეყნისთვის დახმარების პროგრამები შეაჩერა. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარება შეეხო. თეთრი სახლის ხელმძღვანელი აპირებს გაარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამება ამ თანხების განაწილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
1738568074
მსოფლიოსაბერძნეთის სანაპიროსთან 48 საათში 11 ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში ბოლო 48 საათის განმავლობაში 11 მიწისძვრა მოხდა, რომელთა მაგნიტუდა 4-4,8-ს შეადგენდა. ამის შესახებ Nexta Live წერს. მეცნიერები კიკლანდის კუნძულებსა და კუნძულ სა...
1738566451
ახალი ამბები„აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“- შალვა პაპუაშვილი
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრია...
1738562342
მსოფლიო2025 წლის Grammy-ს გამარჯვებულები ცნობილია
ლოს-ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. წლის ალბომის კატეგორიაში ბიონსემ გაიმარჯვა ჩანაწერით Cowboy Carter. ეს, ბიონსესთვის ამ ნომინაციაში აღებული პირველი გრემია, 99-ე ნომინაციით კი, ის ხმის ჩა...
1738559531
ახალი ამბებიდღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ. საგამოძიებო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები უნდა შეისწავლოს. ბიზნესის რეკეტი, აგვისტოს...
1738559025
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება
მაგისტრალის გადაკეტვა არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გეგმის, რასაც ჰქვია ქვეყნის ჩამოშლა, ეკონომიკის დანგრევა, ტურიზმის ხელშეშლა და ლარის კურსის გაუფასურება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმ...