ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაშიგანხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744223679

ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინულ მხარესთან ბრძოლის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამს...

გიორგი გოგლიძე

1744223470

სპორტი

ქართველი მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ(92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახ...

 მირიან მაისურაძ

1744220871

ახალი ამბები

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება, ⁠⁠სასჯელ...

უეფა

1744218479

ახალი ამბები

ლაიმა ანდრიკიენე: ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სანდო არ არის

 ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო, -...

ლაიმა ანდრიკიენე

1744217066

საზოგადოება

ბორის ჩელე ყურუა: დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

 „რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“ - განაცხადა ბ...

ბორის ჩელე ყურუა