დავით ჩიხელიძე ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები, საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან.

მისივე თქმით, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

„აეროპორტში, ალუდა ღუდუშაურს, ზომბირებული ქართველი ცოლ-ქმარი შეხვდა, რომლებმაც დაზუთხული ტექსტების კორიანტელი დააყენეს და შემდეგ გაუჩინარდნენ. რას ვიზამთ, როგორც იტყვიან ვირისგან წიხლი არ უნდა გვეწყინოს. როგორი პარადოქსია, აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ, ქალბატონი, მაგრამ ზომბირებული ნათია ქობალია ვიდეოს ბოლოს ამბობს, მე ევროპა მინდაო, რა უცნაურია, ტაივანის ინტერესების გამტარებელი ევროპისკენ რომ ისწრაფვის. ქალბატონო ნათია, ჯიბეში ტაივანური დოლარით, ევროპაში შესვლა გაგიჭირდებათ!

ზოგადად აეროპორტში თუ ქუჩაში დახვედრები და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უაღრესად ამაზრზენი საქციელია და არა გამოხატვის თავისუფლება, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ევროკრეტინებმა პროტესტის გამოხატვის ცივილური გზები არ იციან!

პ.ს. ნათია ქობალია იურისტია, რომელმაც წესით კარგად უნდა იცოდეს რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის სხვისი შეურაცხყოფა, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთივე იურისტია, როგორი პატრიოტიც“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738406419

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი...

ექსპერტი

1738405162

ახალი ამბები

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი რამდ...

ძალადობრივ წარწერებ

1738399273

მსოფლიო

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ოფერ კალდერონი და იარდენ ბიბასი „ჰამასის“ ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან ი...

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

1738398117

მსოფლიო

ტრამპი: პუტინთან ვისაუბრებ - გვინდა, ამ ომს წერტილი დავუსვათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება იმისთვის, რომ უკრაინაში ომს წერტილი დაუსვას. ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საუბარს მნიშვნელოვანი შედეგებ...

ტრამპი: პუტინი

1738395383

მსოფლიო

გერმანიის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, რომ მან პარლამენტში უკრაინისთვის დაუგეგმავი ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინოს. დახმარე...

გერმანიის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო