დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი ერთი წლით გარიცხა საპარლამენტო ასამბლეიდან იმ მიზნით, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამ ფაქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და განაცხადა, რომ ორმაგი სტანდარტები შეიმჩნევა ბაქოს მიმართ დამოკიდებულებაში. ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ერთ-ერთმა უნგრელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვა შეცდომა იყო და ევროსაბჭოს უნდა გაეგრძელებინა თანამშრომლობა, თუმცა მისი პოზიცია არავის გაუზიარებია.

„2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება, რამაც საპარლამენტო ასამბლეიდან ერთწლიანი ვადით აზერბაიჯანული დელეგაციის გარიცხვა გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს ბრალი ედებოდა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების კუთხით. ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის დელეგაციამ თავად შეაჩერა მონაწილეობა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან თვლის, რომ ბაქოს მიმართ მოქმედებს ორმაგი სტანდარტები. 2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, დელეგაციის უფლებამოსილების სრულად აღდგენისათვის აზერბაიჯანს უნდა შეესრულებინა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შიდა პოლიტიკა ევროპის საბჭოს ღირებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. 2025 წლის იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, უნგრელმა დეპუტატმა ჟოლტ ნემეტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის გარიცხვის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ევროსაბჭომ დიალოგის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს მის წევრ სახელმწიფოებთან. უნგრელი დეპუტატის ხმა "უდაბნოსა შინა მღაღადებლად" დარჩა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა...“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738405162

ახალი ამბები

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი რამდ...

ძალადობრივ წარწერებ

1738402554

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თ...

დავით ჩიხელიძე

1738399273

მსოფლიო

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ოფერ კალდერონი და იარდენ ბიბასი „ჰამასის“ ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან ი...

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

1738398117

მსოფლიო

ტრამპი: პუტინთან ვისაუბრებ - გვინდა, ამ ომს წერტილი დავუსვათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება იმისთვის, რომ უკრაინაში ომს წერტილი დაუსვას. ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საუბარს მნიშვნელოვანი შედეგებ...

ტრამპი: პუტინი

1738395383

მსოფლიო

გერმანიის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, რომ მან პარლამენტში უკრაინისთვის დაუგეგმავი ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინოს. დახმარე...

გერმანიის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო