„როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი“ - ირაკლი ზარქუა

„მინდა საზოგადოებამ გაიგოს, ეს ქალბატონი იმ დღეს შემჩნეული იყო, რომ უცენზურო სტიკერებს აკრავდა ზურგზე პოლიციელებს. ამის შემდეგ, ხელწერილით გამოუშვეს. ზუსტად ნახევარ საათში ჩაიდინა ის აღმაშფოთებელი ქმედება, რომ სახეში გაარტყა პოლიციელს და ამას მოჰყვა ადეკვატური რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს კანონებით და ბულინგით ვერ შეაშინებენ და ვერც დააჩოქებენ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს.

„ელჩებს მინდა მივმართო, განსაკუთრებით ბატონ ფიშერს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ფიშერი. მე მაინტერესებს თქვენს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, თქვენს პოლიციელს თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ სილა გაარტყას, იმას სახლში გაუშვებთ? მაგაზე რეაგირება არ გექნებათ? თუ ეს საქართველოა და აქ მოსულა, როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ კანონები გადაათამაშოთ? და თქვენ გგონიათ, რომ აქ ჩვენ წესრიგი არ გვაქვს, აქ პოლიციელს ღირსება არ გააჩნია? ეს არის თქვენი მიდგომა? შეგშლიათ თქვენც და დანარჩენ ელჩებსაც თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებთ, რომ თურმე ეს არ ყოფილა შეურაცხყოფა, უბრალოდ ხელი მოიქნიაო, ისეთი მტკივნეული რა იყოო. სირცხვილია ბატონები, ამ მიდგომას არ გაგიტარებთ. ეს არის სახელმწიფო, საქართველო, რომელიც მოქმედებს კანონებით. კანონის მიხედვით, როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ასე ვუყურებთ და ეს ასე არის.

ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა ის არის, რომ სამედიცინო სერვისი დროულად და ხარისხიანი გაუწიოს მსჯავრდებულს. დანარჩენი, მსჯავრდებულის გადასაწყვეტია იშიმშილებს თუ არა. ეს ერთი, და მეორე, მინდა გავიხსენო ის პარალელები, გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით როდესაც ევროპარლამენტიდან, ევროსტრუქტურებიდან, სენატიდან, კონგრესმენები, მთელი მდიდარი ენჯეოშნიკები ჩართულები რომ იყვნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე ვკლავდით, ვწამლავდით, ვაშიმშილებდით, გახსოვთ ეს მუქარები და შანტაჟები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ დამთავრდა?- ჩვენ მაშინაც ვამბობდით, უბრალოდ იკვებოს და კარგად იქნება. რაც შეეხება სამედიცინო სერვისს, როგორც სააკაშვილს უწევდა მაშინ იუსტიციის სამინისტრო, ზუსტად ანალოგიურად, ახლაც, ყოველდღე არის მონიტორინგის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. დააშავებ? - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და იქნება მსჯელობა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ის ბულინგი და მცდელობა, ეს კინო ნანახი გვაქვს და ამით ვერც შეგვაშინებთ და ვერც დააჩოქებთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738413059

მსოფლიო

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა და 2015 თებერვლის შემდეგ პირველად ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, - იუწყება Euronews-ი. ექსპერტები დასაქმების ბაზარზე კრიზისს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქ...

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა

1738411161

მსოფლიო

ილონ მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე 288 მლნ აშშ დოლარი დახარჯა - The Washington Post

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანიების, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე 288 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. ამის შესახებ გამოცემა The Washington...

ილონ მასკმა ტრამპი

1738406419

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი...

ექსპერტი

1738405162

ახალი ამბები

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი რამდ...

ძალადობრივ წარწერებ

1738402554

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თ...

დავით ჩიხელიძე