დეზერტირების ბაზართან ურიკაზე კაცი გაიყინა - კალაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა სახლი

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, „დეზერტირების ბაზარში“ ურიკაზე გაყინულ კაცს ბინა ჰქონდა.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ.
სინამდვილეში, გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა.
რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას.
აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დეზერტირების ბაზართან 60 წლის კაცი, გაყინული 24 დეკემბერს იპოვეს.
ამავე თემაზე:
🔵 დეზერტირების ბაზარში მამაკაცი ურიკაზე გაყინული იპოვეს - უბედური შემთხვევა თბილისში
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...