"დიასპორის წარმომადგენლებისთვის, პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად 50 დოლარი გახდა" - იუსტიციის მინისტრის განმარტება პასპორტის ფასის ცვლილებებთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების მომსახურების გაძვირებაზე ამბობს, რომ “ეს საფასურები ბოლოს დაწესდა 2011 წელს და ბუნებრივია, საჭირო გახდა მათი გადახედვა”.

როგორც მან "იმედის" ეთერში აღნიშნა, იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

“შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების, მათ შორის პასპორტის და ID ბარათის საფასურის გაძვირების პარალელურად, გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის. 

"მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი" – აღნიშნა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობის – 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.

სხვა სიახლეები:

📍"დღეს, 2 მაისს, თბილისის დროით 20:11 საათზე ვენერა თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს - ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი ?!" - რამაზ გიგაურის პროგნოზი

📍გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინა 5,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744305870

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე: ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს შტოს წარმომადგენელზე იმუშავებს და კანონისა და ქვეყნის ინტერესიდან გადაახვევინებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური...

პოლიტიკოსი

1744301251

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება - შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან და ევროპულ ზონასთან

საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა. შავი ზღვა ჩვენი ისტორიაა და ნამდვილად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. განსაკუთრებით იმ პერიოდს ავიღებდი, როცა რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის...

 მაკა ბოჭორიშვილი

1744300068

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია

ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1744297116

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო...

 მამუკა მდინარაძე

1744296046

საზოგადოება

„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი - ჩვენი კომპანიის რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო, არის ჯანსაღი და უვნებელი

„სოფლის ნობათის“ პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი, – ამის შესახებ „სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერმა, ხათუნა ცქიტიშ...

„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი