ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა - ტრაგედიის ახალი დეტალები

ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა. ტრაგედია გორში ახალი წლის ღამეს დატრიალდა.
შემზარავი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში მოხდა. სასიკვდილო ჭრილობები ძმამ ძმას ცივი იარაღით მიაყენა.
მკვლელობას 31 წლის ძმების დედაც შეესწრო.
32 წლის გიორგი კუთარაშვილი კლინიკა „გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ ,,გორმედის“ ექიმმა დავით გასიტაშვილმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა და 3 ლიტრამდე ოდენობის სისხლის დანაკარგი, პაციენტი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შემდგომ კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას რამდენჯერმე კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა.
მკვლელობაში ბრალდებული ტყუპისცალი ძმა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე საინტერესოა:
🔵 ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა - ტრაგედია გორში
🔵 საქართველოში „ომიკრონის“ მასობრივი გავრცელება იწყება - სპეციალისტების პროგნოზი
🔵 პორტუგალიაში, უფროსებს თანამშრომლების არასამუშაო დროს შეწუხება ძვირად დაუჯდებათ
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...