„ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით“ - ლევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამების გაუქმების შესახებ.
„ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაციები ქალბატონი კინწურაშვილისა და სერგი კაპანაძის მფლობელობაში იყო. შეგახსენებთ, ეს ორივე პიროვნება იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას ბატონი სააკაშვილის მმართველობის - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. შესაბამისად, რასაც ისინი ეწეოდნენ ინფორმაციის დაბლოკვის ან დამახინჯების კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესებიდან. ძალიან რთულია, შეიტანო ეჭვი იმაში, რომ ისინი მიუკერძოებლად მოქმედებდნენ. შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობასაც ექნება იმის საშუალება, რომ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს დამახინჯების გარეშე და შემდეგ უკვე თვითონ გააანალიზოს თავისი შეგნებით, თუ რომელი ინფორმაცია უფრო სანდოა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. კომპანიის განცხადებით, ფაქტების შესამოწმებლად დამოუკიდებელ შემმოწმებლებს მიმართეს, „თუმცა, მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1736427835
ახალი ამბები„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი
საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემუ...