შალვა პაპუაშვილი: ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო, რაზეც საუბარია იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელიც აშშ-მა წარადგინა და, რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ

 „დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის პრინციპები იყო გატარებული, რომლებზეც ბევრი საუბრობს.

„დღეს გავიდა სამი წელი მას შემდეგ, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი ევროპის კონტინენტზე და ამ სამი წლისთავზე ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას შეუძლია, თვალი გაუსწოროს საკუთარ მოსახლეობას და თქვას, რომ ჩვენ ვიყავით ერთგული ჩვენი პრინციპების, ჩვენი ღირებულებების და რაც მთავარია, ამოსავალი მიზნისა, რასაც ჰქვია, ეროვნული ინტერესების დაცვა. რასაც დღეს, ამ დღეებში ჩვენ ვაკვირდებით, პრინციპში ბევრ რამეში ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა.

შეგახსენებთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ 2022 წლის პირველ თებერვალს, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ზუსტად ის პრინციპები იყო გატარებული, რასაც დღეს საუბრობს უკვე ბევრი, საუბრობს განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და რაზეც იყო საუბარი იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც აშშ-მა წარადგინა და რომლის თანაინიციატორიც ვიყავით ჩვენ, ისრაელთან, უნგრეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წლის პირველ თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში იყო მოწოდება, ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა არ დაეშურებინა ომის თავიდან ასარიდებლად.

„რა იყო მთავარი 2022 წლის პირველ თებერვალს ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ეს იყო მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა არ დაეშურებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ომი. დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ზუსტად ეს იყო მაშინ ჩვენი მოწოდება, რომ ყველას გაეკეთებინა ყველაფერი თავიდან ასარიდებლად.

მაშინ გვახსოვს ჩვენ, გარეთ რა ხდებოდა, რომ ასე ვთქვათ, ყველა მოწოდებული იყო, რომ რაც შეიძლება, აგრესიული ყოფილიყო რიტორიკაში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით ყოფილიყო რაც შეიძლება, აგრესიული. ამასთან უნისონში მოქმედებდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომლებიც მაშინ ამ რეზოლუციას ზუსტად ამის გამო იწუნებდნენ, რომ არ იყო საკმარისად აგრესიული, ასე ვთქვათ, შემტევი და ყველაფრის დამგმობი და ა.შ.

აი, სამი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, სად ვიმყოფებით და ჩვენ ამას მაშინვე ვამბობდით იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ თეორიები ჩვენთვის, როგორც ეს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისთვის იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი წევრისთვის შოკი იყო 2022 წლის 24 თებერვალი, როდესაც მათ შორიახლოს გაისმა ბომბების ხმები.

„ეს ჩვენთვის ამ მხრივ, სამწუხაროდ, შოკი არ იყო, ვინაიდან ჩვენ ეს თავად გვქონდა გამოცდილი. ჩვენ გვაქვს ჩვენ თვითონ გამოვლილი ის უბედურება, რაც უკრაინელ ხალხს გადახდა თავს და ვიცით არამხოლოდ ის, თუ რა მოაქვს ომს. არამედ ისიც ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. როდესაც აქლემები ჩხუბობენ, კოზაკი იჭყლიტება და ჩვენც მოვყევით რამდენჯერმე ასეთ გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში.

ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის ომი სულ რამდენიმე თვის დამთავრებული იყო, 2009 წლის მარტში გვახსოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ლავროვისთვის გაწვდილი გადატვირთვის წითელი ღილაკი; რამდენიმე თვე გავიდა ამის შემდეგ და გვახსოვს 2010 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორ აბარებდნენ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტს.

მაშინ, როდესაც საქართველოში ომი სულ რამდენიმე თვის დასრულებული იყო. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდით ჩვენ მაშინ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, არაერთხელ გვაქვს ნანახი. ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი, რომელსაც „ენჯეოს“ ბევრი წარმომადგენელი და ოპოზიცია ითხოვდა მაშინ, რომ ერჩივნათ ბომბების ცეცხლი. ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ბომბების ცეცხლი და ისიც ვიცით, როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, ახლა უკვე მიდის სხვადასხვა პირობებზე საუბარი ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

ვხედავთ ევროკავშირის იმ დედაქალაქების წარმომადგენლებს, რომლებსაც ყიჟინა ჰქონდათ გამართული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მაგრები არიან წაქეზებაში და ძალიან სუსტები არიან, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მათი გასაკეთებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი უნდა დაკავდეს უკრაინის მხარდაჭერით, რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი არის ვალში.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ვალზეა საუბარი და რა ფორმით უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას, რა რესურსი აქვთ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე მათთვის ადგილიც კი ვერ გამოინახა, პაპუაშვილმა განაცხადა:

„ამის საპასუხოდ ვნახეთ ერთადერთი რამ, რომ საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ქალბატონი კალასი „ტვიტით“ შემოიფარგლა და „ტვიტის“ იმედზე უნდა იყოს, როგორც ჩანს, ახლა უკრაინელი ხალხი. ვხედავთ მათ მცდელობებს, რომ რამენაირად ადგილი მოიპოვონ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის? ამით აგულიანებდნენ უკრაინელებს, ევროპის დედაქალაქებს ვგულისხმობ ახლა, რომ ბოლომდე იქნებოდნენ მათთან ერთად და იბრძოლებდნენ? საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სახვეწარი გაუხდათ მოლაპარაკებების მაგიდაზე ადგილი.

ზუსტად ამაზე ვაფრთხილებდით, როდესაც ჩვენთან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ, ზოგიერეთი მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებიც ლაპარაკში ძალიან სითამამამით გამოირჩევიან და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამ რიტორიკის უკან, როგორც ჩანს, დიდი არაფერი დგას ხოლმე“, - დასძინა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740415657

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან

ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1740413384

ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური

1740412185

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას

 უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...

ორბანი

1740410421

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე

 „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...

ირაკლი კირცხალია

1740405638

ახალი ამბები

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...

პოლიტიკოსი