„იზოლაციის ვადის ათვლას სიმპტომების დაწყებიდან იწყებს არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც“ - ინფექციონისტი

ჩემს წინა პოსტს დავამატებ ასევე, რომ იზოლაციის ვადის ათვლას სიმპტომების დაწყებიდან (და არა დადასტურებიდან) იწყებს არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც (ECDC).
ვაქცინირებულ პირებში იზოლაციის ვადა განსაზღვრულია 6 დღით, თუ მე-6 დღეს ანტიგენი ან პისიარი უარყოფითია, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არავაქცინირებულებში იზოლაციის ვადა 10 დღეა, იზოლაციის ბოლოს ტესტირების გარეშე.
ასევე, როგორც ვაქცინირებულებს, ასევე არავაქცინირებულებს, თუ ბოლო 24 საათში არა აქვთ ცხელება და ზედიზედ 2 უარყოფითი ანტიგენ ან პისიარ ტესტი აქვთ ცხვირ-ხახის ნაცხში აღებულ მასალაში 24 საათიანი შუალედით, იზოლაცია აღარ სჭირდებათ.
სხვადასხვა სფეროებში კადრების დეფიციტის გამო 2022 წლის 7 იანვრის რეკომენდაციების თანახმად, ECDC დამატებით ადგენს შემსუბუქებული იზოლაციის ვადებს ჯანდაცვის მუშაკების, სატრანსპორტო და ძალოვანი სტრუქტურებისთვის.
კერძოდ, ვაქცინირებულ პირებს (თუ არის ძლიერი წნეხი ჯანდაცვის სისტემაზე და სხვა სტრუქტურებზე), იზოლაციის ვადა 3 დღემდე აქვთ შემცირებული (ბოლო 24 საათში ცხელების გარეშე) თუ მესამე დღეს ანტიგენი ან პისიარი უარყოფითია.
არავაქცინირებულებში ეს ვადა 5 დღით განისაზღვრება.
იზოლაციის ამ ვადის შემდეგ მაღალი ეფექტურობის პირბადის გამოყენება 3 ან 5 დღე, შესაბამისად.„, - წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი - მაია ბუწაშვილი იზოლაციისა და კარანტინის ვადებზე
🔵 „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...