კახა კალაძე: ხელს უწყობდით, რომ გმირებად გამოგეცხადებინათ ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ - ეს ხომ გმირების მიმართ შეურაცხყოფაა?

„ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნები და არაერთხელ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები, ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოების დაპირისპირებასა და რევოლუციური სცენარების წახალისებას უწყობდნენ ხელს.
„ძალადობას ვემიჯნები და კატეგორიულად მიუღებელია, თქვენგან განსხვავებით. თქვენ, სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წაგეხალისებინათ ძალადობა; თქვენ ხართ ტელევიზია, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, საზოგადოების დაპირისპირებას, რევოლუციური სცენარების განხორციელებას; ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ზუსტად თქვენი დამსახურებაა. ძალიან მძიმეა, ცუდია, როდესაც ხდება ვინმეზე ძალადობა, დაპირისპირება. თქვენ კი პირდაპირ ახალისებდით და ხელს უწყობდით იმას, რომ გმირებად გამოგეცხადებინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ, ცოცხლად წვავდნენ. არ ვიცი, რომელი ეთერი ჩამოვთვალო, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? ანწუხელიძე ხომ გმირია ჩვენთვის? ლაზარე რომ გმირად გამოგყავდათ, რომელიც ცდილობდა, პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, ეს ხომ გმირების მიმართ შეურაცხყოფაა? ეს დამოკიდებულება ძალიან ცუდია და ის, რაც ცუდია, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ნებისმიერი ტიპის ძალადობას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალადობა ძალიან ცუდია და ვგმობ მსგავს ფაქტებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1742228399
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა
„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...