კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ გაცილებით მასშტაბური და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დაგეგმილი იყო

24 მარტი 20:41 ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი არეულია ერთმანეთში. ყველაფერი, რაც მოედინება, გარკვეულ შენობებს უქნის პრობლემას. შესაბამისად, მისი დემონტაჟი დროსთან და ვადებთან არის დაკავშირებული.



ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ, სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

11:08

ახალი ამბები

მდინარაძე: ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები

„ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ! სწორედ ამის გადაფარვას ცდილ...

მამუკა მდინარაძე

10:43

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას

„საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აგვისტო...

ლევან მახაშვილი

10:30

მსოფლიო

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის...

ჰოროსკოპი

9:52

ახალი ამბები

პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველ...

პაპუაშვილი შალვა

9:35

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თ...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე