„ხილვა მქონდა… ჩვენ დავძლევთ ამ სენს“ – პატრიარქი კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულზე ბრძანებს

„მქონდა ხილვა. მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ერთ-ერთ საკვირაო ქადაგების დროს კორონავირუსის საფრთხეზე საუბრისას ბრძანა.
ამის შესახებ, სააგენტო „პრაიმტაიმი“ წერს.
„რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.
მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე.
არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისთვის. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში წერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე, - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
წყარო: „პრაიმტაიმი“
ასევე საინტერესოა:
🔵 „აუცილებლად დავამარცხებთ თან მალე ამ ყველაფერს!“ - ნინა კობახიძე „ომიკრონის“ შესახებ
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...
1741783883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა
მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...
1741781183
ახალი ამბებიშსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია დაფიქსირებულ...