"ხუთშაბათს და პარასკევს მოქალაქეებს მოვუსმენთ, თუ ვის რა უჭირს" - კახა კალაძის ინიციატივა
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის რაიონის გამგებლებს ავალებს გამოყონ კვირაში ორი დღე მოქალაქეების მოსასმენად.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსმენა თუ ვის რა უჭირს და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რატომ ეუბნებიან კონკრეტულ თხოვნებზე მერიაში უარს.
"მნიშვნელოვანია ადამიანებთან ელემენტარული კომუნიკაცია, ელემენტარული მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა სჭირდება, რა თანადგომა არის საჭირო, ამიტომ გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე, ხუთშაბათი, პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ ადამიანებს.
მე კარგად მესმის ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას, ყველაფერს, ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ და რაღაცა შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაცა არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაც მას აქვს, რატომ ვერ კეთდება.
იგივე, მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაში, ხუთშაბათობით და პარასკეობით გაიმართება ადამიანების მოსმენა.
ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვს.
ცხადია, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ბოლო 4 წელში მოდიოდა ისეთი არარეალური თხოვნები, მოთხოვნები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება, შეუძლებელია იმის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რომ ყველაფერი კარგად იყოს ახსნილი ადამიანისთვის, რატომ ეუბნებიან მას უარს, რატომ არ გამოდის კონკრეტული საქმე, რატომ ვერ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ეს კომუნიკაცია პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის ამ 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე დედაქალაქის მერად მეორე ვადით იქნა არჩეული.
ზაზა წერეთელი: ახალი ვარიანტის მთავარი პრობლემაა, გავრცელების სისწრაფე და მუტაციების დიდი რაოდენობა
1736510991
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას
„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობ...
1736507902
ახალი ამბებიThe New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი...
1736506722
მსოფლიოპესკოვი: პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ღიაა
კრემლი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პე...
1736505605
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და...
1736503558
ახალი ამბებიოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...