ლევან მაჭავარიანი Freebusiness-ის დამფუძნებლის მოწოდებაზე: იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაქარაშვილის შემთხვევა იყო - თანხა შეაგროვა, ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი თვალით არავის უნახავს

„მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაგალითად ბატონი მაქარაშვილის შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, რომელმაც მსხვილი თანხა შეაგროვა, რომ თითქოს და ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი, თვალით არავის უნახავს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის მხრიდან ფულის შეგროვების მოწოდების შეფასებისას.

„ჯერ რაღაცა პატრიოტული მიზნებით მოგვევლინა ეს პიროვნება, ახლა რაღაცა 20 ლარს ითხოვს. ეს 200 000 ადამიანი საიდან დათვალა ცოტა გასაკვირია, არ ვიცი, გაიაროს რუსთაველზე და დაინახავს, რომ ასობით ადამიანი დგას. ცოტა უცნაური მოთხოვნა არის მისი მხრიდან. თან რაღაცა ბიზნესები ჰყავდა გაერთიანებული, იმ ბიზნესებს რატომ არ სთხოვს მაშინ ფულს? იმ ბიზნესებიდან, შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ იქ, „კოკა-კოლადან“ დაწყებული, „პსპ“-თი დამთავრებული აბსოლუტურად ყველა რუსულ ბაზარზე ვაჭრობს ათეულობით მილიონს. ეს რაღაცა ემსგავსება მაგალითად, გიორგი კანდელაკის თემას, რომელმაც თავისთვის NGO-თვის ცოტა ხნის წინ მოითხოვა ფული ჩამირიცხეთ, ქირა უნდა გადავიხადო.

მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაგალითად, ბატონი მაქარაშვილის შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, რომელმაც მსხვილი თანხა შეაგროვა, რომ თითქოს, ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი, თვალით არავის უნახავს. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს მოთხოვნა“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებით გამოდის. აღნიშნული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიქმნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740169538

სპორტი

მადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...

 დუდა სანაძე

1740168754

საქართველო

როგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:  გაგრა +3 - უ...

ამინდი

1740166997

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...

პრემიერ-მინისტრ

1740164856

ახალი ამბები

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დ...

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმ

1740164718

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური...

საქართველოს ნაკრებ