პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას - მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს;

ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი - ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე;
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა - ფედერაციის პრეზიდენტი - ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი - ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.
სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე - ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოსანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული - თორნიკე შენგელია.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.

ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740225417

ახალი ამბები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

 არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი...

არჩილ ტატუნაშვილი

1740220594

მსოფლიო

აშშ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, გაეროს ისტორიულ რეზოლუციას შესთავაზებს

 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროს ისტორიულ რეზოლუციას წარუდგენს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „აშშ-ის პრეზიდენტი ერთგულია ი...

აშშ-ის კონგრესი

1740218991

მსოფლიო

პერუში, სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

 პერუში მდებარე სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, დაშავებულია დაახლოებით 74 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს...

ჩამონგრევის

1740215625

ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვი...

არჩილ ტატუნაშვილი

1740215407

სპორტი

ალეკსანდარ ჯიკიჩი - ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს

 საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხე...

კალათბურთი