მამუკა მდინარაძე: პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს

ტყუილები, „ფეიკები“, რომელიც მათი მხრიდან ვრცელდება, ერთადერთი მიზანი აქვს, აღაშფოთონ საზოგადოება, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია ამ საზოგადოებაში და ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მათი მიზანია, რომ ჩაგვითრიონ ამ დღის წესრიგში. ამაზე ჩვენი სწორება ნამდვილად არ იქნება. თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დამთავრდა და ამ არჩევნების შედეგად ხალხი ელოდება ცვლილებებს, მეტ დინამიკას და ადგილობრივ დონეზე მეტი პრობლემის გადაჭრას. გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს“, - აღნიშნა მან.
„თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში პრობლემა არ აქვთ და გადიან პარლამენტიდან. ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს მათი არაადეკვატური საქციელი არ იქნებოდა მათთვისაც გამოსადეგი და გადაწყვეტილება ისევ შეცვალეს. ეს შეიძლება იყოს განპირობებული მათი აგონიით, დაბნეულობით, მარცხით, რომელიც ისედაც მოსალოდნელი იყო“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს, შემდეგ საზოგადოების აღშფოთება ნახეს და გადაიფიქრეს 7 ნოემბერს აქციის ჩატარება.
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...