მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის შეხვედრები, ერთის მხრივ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებაზე, ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ამასთანავე, შეხვედრები შედგება ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მათთან ვისაუბრებთ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და მათ წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები, მეორეს მხრივ კი მათ გააცნოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739278296

ახალი ამბები

„მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“ - ირაკლი კობახიძე

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გა...

ირაკლი კობახიძე

1739277337

ახალი ამბები

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი

„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle...

ირაკლი კობახიძე

1739276072

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: ვაპირებთ, ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ

„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

მამუკა მდინარაძე

1739273385

ახალი ამბები

„ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა“ - მაკა ბოჭორიშვილი

„ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, არის ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარება იმ ფაქტების, იმ პოზიციების, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღე...

 მაკა ბოჭორიშვილი

1739272378

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით

„ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...

პოლიტიკოსი