„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, საჭიროა ახალი პარტიების ჩამოყალიბება, რომლებიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება.
„რეჟიმი არ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი საქართველოში, დიდი ხანია, არ ყოფილა. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უღრმესი, უდიდესი კრიზისიდან და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები. ამას ითხოვენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიღოთ მზად. არ არის საკმარისი, ვიძახოთ „არჩევნები, არჩევნები“. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ, დაგეხმაროთ, რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ, ვინ ხართ, სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს ლაპარაკი – მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ – ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომლებიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა მზადყოფნა და ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის.
„ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია მომზადება იმის, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ. მე პირადად, ყველა ძალასთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომლებიც იქნება მინიმალური პირობები, რომ ჩვენ, თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და მართლაც დაცული. ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოზე. სხვა გზა არ არის ამ ქვეყნისთვის, ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა, მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც – ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიცია არ მომზადებულა ისე, როგორც საჭირო იყო.
„კარგად ვიცით, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე, როგორც საჭირო იყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორი არის და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა, ჩემი მოვალეობა. ამ ბრძოლაში, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1736597953
მსოფლიო„ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას“ - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო
ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობი...
1736595287
ახალი ამბები„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი, მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ“ - ლევან მაჭავარიანი
„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს “ე...
1736590080
მსოფლიობაიდენი: პუტინი რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების შანსი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ნავთობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შემდეგ. „პუტინი ახლა რთულ მდგომა...
1736589041
მსოფლიოპრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც...
1736587735
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხ...