მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა

„უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე, პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა, შესაბამისად, „უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.“

„გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ვინაიდან უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – საახალწლო დღეების განმავლობაში მის შესახებ ფაქტობრივად, ქართული მხარისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია.

შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და არასწორ მკურნალობასთან.

როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას და მიხეილ სააკაშვილმაც პირადად მიმართა გენპროკურორს. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 დედამიწას დიდი ასტეროიდი უახლოვდება

🔵 ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

🔵 დაიღუპა შვიდი და დაშავდა 32 ადამიანი - შემზარავი ტრაგედია ბრაზილიაში (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741842172

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ლოგიკურია, არჩევნებში მონაწილეობა რომ არ სურთ, რადგან იციან, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით განადგურდებიან

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ხელისუფლების ოპონენტები გა...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1741811680

მსოფლიო

უკრაინული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ პუტინი პირველად ეწვია კურსკის ოლქს

უკრაინული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირველად ეწვია კურსკის ოლქს. „უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში,...

პუტინი პუტინი

1741810770

საზოგადოება

პრემიერი: არ შეიძლება დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება, შეიძლება იყოს ქართველი ხალხი და არავინ სხვა

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადა...

ირაკლი კობახიძე

1741810721

საზოგადოება

პრემიერი: ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით და ბრუნდებიან სახლებში, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1741810616

საზოგადოება

პრემიერი: ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს. საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ორჯერ გამიმეორა - ყრუ კედელს ეჯახებითო

კონკრეტული ძალისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების...

ირაკლი კობახიძე