მოშიმშილე პატიმრები ციხიდან წერილს ავრცელებენ და მძიმე პირობებზე საუბრობენ

N6 პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე პატიმრები ციხიდან წერილს ავრცელებენ.
ერთობლივ წერილში მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება, საპირფარეშოებსა და დეესკალაციის ოთახებში არ არის დაცული სანიტარია, არ აძლევენ ჰიგიენურ საშუალებებს, ციხის თანამშრომლები აყენებენ შეურაცხყოფას და დასჯის მიზნით დეესკალაციის ოთახში 72 საათზე მეტხანს ამყოფებენ.
პატიმრების თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
წერილით, რომელსაც ხელს 33 მსჯავრდებული აწერს, პატიმრები საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველს, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ცალკეულ დეპუტატებს მიმართავენ.
"მოგახსენებთ, N6 დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით. ვშიმშილობთ, არ გვეძლევა სათანადო სამედიცინო მკურნალობა. დაწესებულებაში ჰყავთ საოპერაციო პატიმრები, რომლებიც არ გადაჰყავთ შესაბამის კლინიკებში. ასევე, ფსიქიკურად შერყეული პატიმრები ჰყავთ, რომლებსაც არც აქ მკურნალობენ და არც ფსიქიატრიულში მიჰყავთ. თანამშრომლები გამომწვევად გველაპარაკებიან და გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დასჯის მიზნით, გვათავსებენ დეესკალაციაში და ხშირ შემთხვევაში, 72 საათის გასვლის შემდეგაც არ გვაბრუნებენ საკნებში. (ყოფილა შემთხვევები, საჭმელს და წყალსაც არ გვაწვდიდნენ).
დეესკალაციაში არის ანტისანიტარია, არ გვაწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, არ მოჰყავთ სოციალური მუშაკი, არ გვარეკინებენ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე. საკნებში არ აყენია გამწოვები, არც საპირფარეშოში, ხოლო სადაც აყენია გაფუჭებულია. საპირფარეშოს კარები არის ნახევრამდე გადაჭრილი და კარებს წინ დაყენებული ვიდეოთვალის არეში ხდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საშხაპეში გამწოვები გაფუჭებულია, ზოგან არც აყენია და შხაპის მიღებისას ისეთი ორთქლი დგება, სუნთქვაც ჭირს. გასეირნების ოთახებში აყენია სავარჯიშო მოწყობილობები, რომლებიც გაფუჭებულია და არ აკეთებენ, არც ახლები მოაქვთ. დაწესებულებისთვის არასასურველი განცხადებები არ იგზავნება და სისტემატურად გვიკეტავენ 3-3 თვით დარეკვებს, პაემანს, რომ ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად მოგვაშორონ. მანამდე არ შევწყვეტთ შიმშილს, სანამ არ შეიცვლება მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელობა"- წერენ პატიმრები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ENG: „ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს“
🔵 თურქეთში სამუშაოდ წასულ ქართველ კაცს 6 დღეა ეძებენ
🔵 ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - გადაამოწმეთ გეკუთვნით თუ არა გრანტი
13:19
ახალი ამბებიმეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ
ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაშ...
12:26
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორ...
11:37
ახალი ამბებიმირზოიანი: ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად
„ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით“, - ა...
11:00
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიას პარტნიორობის ხელშესაწყობად უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საქართველო მზადაა, ნებისმიერ დონეზე დაიწყოს საუბარი, უამრავი თემაა, რაზედაც უნდა ვითანამშრომლოთ
ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა...
10:58
საზოგადოებაჯეიჰუნ ბაირამოვი - ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა
ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანტალიის...