პატიმრის სიკვდილის გამო პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა. - ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,საუბარია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც პატიმრის სიკვდილი მოჰყვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ.

2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს და სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში მოათავსეს. 15 ოქტომბერს, საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც პატიმრის მონიტორინგი ევალებოდათ, პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა.

ასევე საინტერესოა:

🔵 შვედეთში „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება

🔵 საქართველო სომხეთს „მაცუნ“-ის სახელწოდებით პროდუქციის ტრანზიტის ნებას არ აძლევს

🔵 რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა, აი, ამაზე ისაუბრეთ – პროკურორი სააკაშვილს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია