სოზარ სუბარი: დღეს, როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ მათი ნარატივები და გეგმები სრულად ასცდა ერთმანეთს, გადავიდნენ ღია გინებაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, პრეზიდენტიდან მოყოლებული ყველას ლანძღავენ ყველას აგინებენ

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა განცხადება იყო ტრამპის წინააღმდეგი არჩევნებამდე, შემდეგ გვახსოვს როგორ გაქანდნენ და ზოგიერთი რომელი კუთხიდან იჭყიტებოდა ფანჯარაში, ზოგი რომელი ფანჯრიდან იჭყიტებოდა, რომ აი მეც აქა ვარო გამოეცხადებინათ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საქართველო -ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დღეს, როდესაც ხედავენ რომ მათი ნარატივები, მათი გეგმები სრულად ასცდა ერთმანეთს, გადავიდნენ ღია გინებაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, პრეზიდენტიდან მოყოლებული ყველას ლანძღავენ ყველას აგინებენ.
საქართველოს უკვე შეიცვალა ის, რომ ჩვენს აგენტოკრატიას აღარ აქვს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოსთვის უკვე შეიცვალა ის, რომ ჩვენზე აღარ არის ზეწოლა, რომ ომში ჩავერთოთ, ჩვენ აღარავინ გვაბრალებს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის არის გამოყენებული საქართველო, არავინ გთხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ის სანქციები, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იქნება და ეს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის დაწყებულია.
ეს არის უკვე ჩვენი გამარჯვება. აი სულ რომ არაფერი არ მოხდეს, ეს არის ჩვენი გამარჯვება. ტრამპის გამარჯვებამდე ვამბობდი მე თქვენს ეთერში, რომ ამერიკელი ხალხი ირჩევს ამერიკის პრეზიდენტს და არა საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენ კი გვაწყობს, ტრამპის გამარჯვება, მაგრამ ამერიკელები ირჩევენ ამერიკის პრეზიდენტს და უბრალოდ შეიძლება მოხდეს ბევრი რამ, რაშიც ჩვენი და მათი ინტერესები არ დაემთხვეს ერთმანეთს. იქ, სადაც არ დაემთხვევა, ჩვენ ისევ საქართველოს ინტერესები უნდა დავიცვათ.
2023 წლის აგვისტოში „ხალხის ძალამ“ გამოაქვეყნეთ განცხადება, სადაც ჩვენ ვამბობდით, იმისთვის რომ მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში, ჩვენ მიგვაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრაპის გამარჯვება. მხარს ვუჭერთ ტრამპს და რესპუბლიკურ პარტიას ამ ბრძოლაში და ეს იქნება ერთადერთი იმედი, რომ ჩვენ ავიცილოთ ის საფრთხე, რომელიც საქართველოს განადგურებას გულისხმობდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...