პენიტენციური სამსახური: საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობისთვის (ვიდეო)

„№18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს“, - პენიტენციური სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
„გაცნობებთ, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
როგორც უწყება განმარტავს, დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური „ქარხანაც“ ფუნქციონირებს.
ამავე თემაზე:
🔵იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
1740736324
საზოგადოებარატი იონათამიშვილი - მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ
ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა...
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...
1740731929
მსოფლიო„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...