პროტესტის მიუხედავად ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულომ პარალელურად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
ბათუმში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ბიუროს სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა. მიზეზი გაურკვეველი ნივთიერება გახდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ძირს დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. იგი პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. თუმცა, სხდომა მოგვიანებით განახლდა და ბიუჯეტის პროექტიც დამტკიცდა.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.
ბათუმში ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან, სადაც რამდენიმეჯერ მოხდა შეხლა-შემოხლა. პოლიციამ სავარაუდოდ რამდენიმე პირი განარიდა ადგილიდან, მათ დაკავებაზე ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რაც შეეხება ზუგდიდს, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი ასევე ხმაურის ფონზე მიიღო. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციას კი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა დარბაზი.
მანამდე ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
ამავე თემაზე:
🔲 „რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი!“ - მურმან დუმბაძე
1730901498
ახალი ამბებიწიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი
წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...
1730899898
სოციალური მედია„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...
1730898883
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...
1730895391
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...
1730891103
საზოგადოებამუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა
„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...