ევროკავშირი აშშ-ის საქონელზე საპასუხო გადასახადების გეგმას ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო დღეებში აშშ-ის იმპორტის მიმართ საპასუხო ზომების პაკეტს დაამტკიცებენ. მისი სავარაუდო ღირებულება 28 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ევროკომისია 7 აპრილს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ამერიკული საქონლის ჩამონათვალს წარუდგენს, რომელსაც დამატებითი გადასახადი დაუწესდება. ამაში ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხის ნაწარმი, ტანსაცმელი, საღეჭი რეზინი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი შევა.

ამ საკითხზე კენჭისყრა 9 აპრილს უნდა გაიმართოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადასახადების ნაწილი 15 აპრილს დაწესდება, ხოლო ძირითადი ნაწილი - ერთ თვეში.

ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოუტანია. ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლების ხელმძღვანელმა მაროშ შევჩოვიჩმა აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს „დამანგრეველი და გაუმართლებელი“ უწოდა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბენეტის თქმით, თეთრ სახლს საბაჟო გადასახადების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების თხოვნით უკვე 50-მა ქვეყანამ მიმართა. ფინანსთა მინისტრს ეს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორების მიმართ ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. ევროკავშირის ქვეყნებს 20%-იანი გადასახადი დაუწესდა, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული გადასახადი 40%-ს აღწევს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე 34%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744223679

ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინულ მხარესთან ბრძოლის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამს...

გიორგი გოგლიძე

1744223470

სპორტი

ქართველი მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ(92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახ...

 მირიან მაისურაძ

1744220871

ახალი ამბები

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება, ⁠⁠სასჯელ...

უეფა

1744218479

ახალი ამბები

ლაიმა ანდრიკიენე: ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სანდო არ არის

 ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო, -...

ლაიმა ანდრიკიენე

1744217066

საზოგადოება

ბორის ჩელე ყურუა: დღეს ხალხს რწმენა არ აქვს. არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში

 „რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“ - განაცხადა ბ...

ბორის ჩელე ყურუა