"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სახე საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს" - მესამე სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიერ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ეხმაურებიან:

"დღეს ჩვენ ვაპირებდით, გაგვევრცელებინა განცხადება და მოგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყოთ განაცხადზე მუშაობა.

მისასალმებელია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გუშინ თავად მიიღეს და იმედი გვაქვს, დღესვე გაგზავნიან ამ განაცხადს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის იმ დიდ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მივესალმებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის რთული გზის დასაწყისი. ამ გზაზე ერთად უნდა გავიაროთ მთელმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველომ, რომელმაც რეგრესი განიცადა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სწორედ პირველ რიგში ამ რეფორმებს უნდა მიხედონ. ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ამას გვეტყვიან, თუ ისინი მზად იქნებიან, სერიოზულად განიხილონ ეს განაცხადი.

ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. რეფორმების ნაწილია, რომელიც ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება ევროინტეგრაციის გზაზე. საკმაოდ მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ამ შეთანხმებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობის სასწრაფოდ გამოსწორება.

ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნათელი მესიჯი არ ყოფილა და შედეგიც ვიცით.

ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ და ამ გზაზე ვდგებით, ეს უნდა გააკეთონ ერთად ე.წ. ტრიომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, სამივე ქვეყანას გვაქვს ოკუპირებული მიწები და ერთად უნდა მივმართოთ ევროკავშირს, რომ მზად იყოს, მიგვიღოს და მოგვცეს წევრობა.

ევროკავშირის წევრობა  არ იქნება ერთი და ორი დღის ამბავი, ეს იქნება გრძელი გზა, გრძელი გზა რეფორმებისა, გრძელი გზა განვითარებისა.

საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს.

მიგვაჩნია, რომ ყველაზე მისაღებია, ამ პროცესის სახე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად ვერ წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი დღეისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისთვის.

მინდა, გამოვუცხადო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომელიც თავისი სისხლით იბრძვის თავისუფლებისთვის დემოკრატიისთვის და ევროპული არჩევანისთვის.

მინდა გამოვხატო იმედი, რომ ცივილიზებული სამყარო არ მისცემს პუტინის იმის საშუალებას, რომ სრულად გაანადგუროს ეს ქვეყანა. ეს გზა ყველამ ერთად უნდა გავიაროთ და დიდი იმედი მაქვს ევროპა სერიოზულად მიუდგება ჩვენს განაცხადს.

მინდა მივმართო პოლიტიკურ ოპოზიციასაც, ეს არის მთელი საქართველოს არჩევანი, ამიტომ პოლიტიკური ოპოზიციაც ამ პროცესში ჩვენი აზრით აქტიურად და ინტენსიურად უნდა ჩაერთოს", – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდი“ დირექტორმა,  ქეთი ხუციშვილმა. 

წყარო: 1tv

სხვა სიახლეები:

🔵 ხარკოვის დაბომბვას ეუთო-ს წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა

🔵 "უკრაინელების მიერ გამოვლენილმა გამძლეობამ აიძულა რუსეთი შეეცვალა ტაქტიკა" - ზელენსკის ახალი მიმართვა ვრცელდება

🔵 "რუსეთი ზელენსკის ყალბ ვიდეოს ამზადებს, სადაც პრეზიდენტი თითქოს უკრაინის კაპიტულაციას გამოაცხადებს. ეს ყალბია" - უკრაინის დაზვერვა მოსახლეობას აფრთხილებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი