შალვა პაპუაშვილი: USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან
USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ“.
„USAID-მა, პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი საფუძვლად ავიღებთ ქვეყნების GDP-ს. შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
1738659301
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით
ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველ...
1738659253
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება, საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით
სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად, შესაძლებელი გახადა, ჩვენი ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 10-%-ით გაზრდილიყო, გან...
1738659211
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას, საქართველო ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას
სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლი...
1738659138
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი
სასიხარულოა რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, - ამის შესახებ საქართვე...
1738658588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტშ...