შსს: ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ დეკემბრის თვეში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები შეაჯამა.

შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემები.

"მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში

როგორია 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები?

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.

"ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა.

მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.

ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა.

საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სხვა სიახლეები:

🔲 ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამა

🔲 "შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც, ჯერ შავი სიები გამოფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ"- ამირან სალუქვაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740989912

საზოგადოება

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...

თავდაცვის ძალები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე