შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა.

მოძალადე მამასთან ერთად, პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ ბრალდებულ პირს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განუცხადა, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.

„ბრალი ასეთია - მამას და ამ ადამიანსაც ბავშვებთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მანამდე კი სოფელში იზრდებოდნენ, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ ბავშვებს. მამასთან საცხოვრებლად ახლახან წამოვიდნენ. დედა სად ცხოვრობს, არ ვიცი.

ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს, დეტალებზე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე მამაკაცი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

დღის სხვა ამბები:

🔵 „დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში! - ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა“!

🔵  „ვინც „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი

1740948853

საზოგადოება

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება

საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...

დედის დღე