„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/11/25364/tbilisi-enerji_w_h.jpeg)
„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები.
„თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება. „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150 000 -მდე აბონენტს.
1739277337
ახალი ამბები„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში“ - პრემიერი
„ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle...
1739276072
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე კორუფციის აღქმის ინდექსზე: ვაპირებთ, ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ
„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1739273385
ახალი ამბები„ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა“ - მაკა ბოჭორიშვილი
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, არის ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარება იმ ფაქტების, იმ პოზიციების, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღე...
1739272378
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით
„ქალბატონ ამაღლობელს მე კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...
1739270042
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: წერონ და იკითხონ, მათი რეზოლუციები არ გვაინტერესებს
„წერონ და იკითხონ, მათი რეზოლუციები არ გვაინტერესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენ...