თბილისის ზოოპარკი: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ, გულით გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და საახალწლო დღეებში ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან თავის შეკავებას სთხოვს.

როგორც ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წლებში იყო შემთხვევები, რომ უჩვეულო ხმაურმა ცხოველებს გული გაუხეთქა.

"საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს და უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ, გაითვალისწინოთ და მიაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ...

გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით.

ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის.

გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება - შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული;

ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით.

მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც - დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას:

31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ:

ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც...

სხვა არაფერი შეგვიძლია.

ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს.

განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ.

ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან.

იმედია, გაითვალისწინებთ ამ თხოვნას და ჩვენს უმცროს მეგობრებს უსაფრთხო ახალ წელს აჩუქებთ.

გილოცავთ დამდეგს. სიმშვიდესა და ჯანმრთელობას გისურვებთ.გავუფრთხილდეთ ერთმანეთს," - ნათქვამია ზოოპარკის მიმართვაში.

სხვა სიახლეები:

🔳 მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ იანვრის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

🔳 "თქვენთან ჩასარიცხი აპარატები ვისაც აბარია, დიდი სიამოვნებით მოვახვედრებდი მეგიზ ქარდავას დროინდელ ციხეში" - რატომ აკრიტიკებს ირაკლი ლატარია "თბს ბანკს"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740948274

საზოგადოება

მორწმუნეებისთვის დღეიდან დიდმარხვა იწყება

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება,...

ტაძარი

1740946142

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი მელია საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ) ფინალური შეხვედრა ბულგარელ კირილ მილენოვ მილოვთან...

გიორგი მელია

1740946076

სპორტი

იური ლომაძემ სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს მედლები დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდა. იური ლომაძე (72 კგ) შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. ვახტანგ ლოლუა (5...

იური ლომაძე

1740945188

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხა...

მაკა ბოჭორიშვილი

1740940821

მსოფლიო

მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთ...

მაიკ ჯონსონი