„თუ იყო გახარია პირდაპირ ამ სპეცოპერაციაში ჩართული, მკვლელობის ფაზაშიც, ვისურვებდი კობახიძისგან ამის მოსმენას“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, პანკისში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციების უკან ნაციონალები იდგნენ ეხმაურება და წერს:
„ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა სიტყვა (საეჭვო სპეცოპერაციები პანკისში ) არა და აქ საუბარი რომ იყოს სპეცოპერაციაზე.
არა საეჭვო სპეცოპერაციებზე ნამდვილად ჩემს დაინტერესებას ვერ გამოიწვევდა.
ეს ამბები მოგეხსენებათ სულ ორი სპეცოპერაცია ჩატარდა ხეობაში ქოცების მმართველობის პერიოდში ეს ერთი მაჩალიკაშვილის ოჯახში ტერაქტი.
მეორე ჰესებთან დაკავშირებული სპეცოპერაცია.
რატომღაც მომეჩვენა, ქართული ოცნების პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის ეს მართლა სერიოზული განცხადება იმისი აღიარების პირველი ნაბიჯი ხომ არ არის რომ თემირლანი იყო სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი დანაშაული.
და აბსურდული სპეცოპერაცია და თუ იყო გახარია პირდაპირ ამ სპეცოპერაციაში ჩართული მკვლელობის ფაზაშიც ვისურვებდი კობახიძისგან ამის მოსმენას.
რაც შეხება ამ ამბის ნაცებზე გადაბრალება სრულიად გაუგებარია და უადგილოა.
ჰესების ამბავზე სპეცებს 70% ქოცების მომხრეები დაუპირისპირდნენ.
და ქოცების მომხრეებმა და სუს-ის ჩინოვნიკ ირაკლი ჩიმაკაძემ მისი რამდენიმე აქაური მინი თანამშრომლით შეიატყუა სპეცრაზმიც ხეობაში ეს იმისთვის რომ გაეწირათ, მაშინაც კი გახარია და ჩემს განცხადებისთვისაც გადაებიჯათ.
მაგრამ მათ სამწუხაროდ გახარიამ ჭკუით აჯობა სისხლი არ დაღვრილ ჰესი არ აშენებულა და ვერც აშენდება სპეცრაზმი კი როგორი გავაცილეთ კი ვნახეთ ყველამ.
რაც შეხება გახარიას ეს ჩემი ვარაუდია გახარია არის ბიძინას ფავორიტი მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდი ტკივილი.
სუსი კი მოგეხსენებათ ამ ხელისუფლების ყველა სიბინძურის გამპრავებელი და ხერხემალია.“- წერს მოკლული ახალგაზრდის მამა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის ყოფილ პრემიერ - მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, პანკისში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციების უკან ნაციონალები იდგნენ.
ასევე საინტერესოა:
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...