"უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მოკრძალებულად გვქონდეს ახალი წელი" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

"შემთხვევების არა რადიკალური, თუმცა ნელი ტემპით შემცირება სახეზეა, საქართველომ კრიტიკული პერიოდი გადაიარა და მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის.

თუმცა, ამ ეტაპზე სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს, რადგან საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ ძალიან დიდია", - აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით სანამ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000-ზე ნაკლები არ იქნება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ შემცირდება.

მან მოსახლეობას უახლოესი დღესასწაულების ვაქცინირებული ადამიანების წრეში, რეგულაციების დაცვით აღნიშვნისკენ მოუწოდა.

"მოგეხსენებათ ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, ამიტომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მოკრძალებულად გვქონდეს ეს დღესასწაული, ანუ თავი ავარიდოთ ძალიან დიდ შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით, იქნება ეს შიდა სივრცე თუ გარე სივრცე.

ყველა შეკრება იქნება, ბავშვებისთვის კონცერტი თუ სხვა ასეთი ღონისძიებები, ადამიანები იყვნენ იქ აცრილი, ანუ დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა - გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი.

სხვა სიახლეები:

🔲 ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა

🔲 "სად ილექება კოვიდი დაინფიცირების შემდეგ და რატომ მძიმდებიან უფრო მეტად ჭარბწონიანები?" - გიორგი ფხაკაძე უახლესი კვლევის შესახებ წერს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730814455

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1730810085

საზოგადოება

🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები

ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...

ექიმის რჩევები

1730808526

საზოგადოება

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...

ექიმები

1730804369

საინტერესო ამბები

„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება

5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე  ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...

წითურების დღე

1730802373

ჰოროსკოპი

„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...

ხათუნა ნოელი