„ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ, 9 წლის განმავლობაში, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ბიზნესის სისტემური რეკეტი, სისტემური წამება-გაუპატიურება“ - მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელიც 2003-2012 წლებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის, აბსოლუტურად საჯარო იქნება.

დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

ამასთან, მაჭავარიანი დასძენს, რომ ყველაფერს სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

„ჩვენ ვართ, პირველ რიგში, ვალდებულები იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე გამოცადა ის ჩაგვრა და წამება, რაც იმ რეჟიმმა შემოგვთავაზა. არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი: რატომ აღმოჩნდით რუსეთთან ომში, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, რატომ გადაუფორმეს, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი, რაც საქართველოს გააჩნია, რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს?!

ის რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ და ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ბიზნესის სისტემური რეკეტი, სისტემური წამება-გაუპატიურება, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც სისტემური ხასიათის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა, სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ ყველაფერს და ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ. ის 6-თვიანი მუშაობა, რომელსაც საპარლამენტო კომისია გაწევს, იქნება აბსოლუტურად საჯარო“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი

1736599760

მსოფლიო

ამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური გარდაიცვალა

ამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური, 89 წლის ასაკში, ფლორიდაში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - იუწყება MSN. მური 1960-ანი წლების პოპულარული დუეტის Sam & Dave-ის წევრი იყო. სემ მურისა და...

სემ მური

1736597953

მსოფლიო

„ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას“ - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო

ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობი...

ანდრაშ ლასლო