„... ან შენი ვაჟბატონი დაასრულებს, გამსახურდია - კოსტავას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ურთიერთობას, ან ...“ - ემიგრანტი 90 - იან წლებს იხსენებს

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, როდის, ვისთან ერთად და რა მოთხოვენების გამო იშიმშილა პირველად.
„1988 წლის 16 ნოემბერს, მამაჩემი უშიშროების სამინისტროში დაიბარეს და კატეგორიულად გააფრთხილეს: ან შენი ვაჟბატონი დაასრულებს, გამსახურდია კოსტავას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ურთიერთობას, ან ჩვენ დავასრულებთ მის სამომავლო კარიერას და ცხოვრებას სამუდამოდო...
შანსი არ არის მეთქი გამოვუცხადე მამაჩემს... ჰოდა, თუ შანსი არ არის მაშინ წადი ბატონო და გამსახურდიამ და კოსტავამ გარჩინონო. აღარც ბინის ქირას გადაგიხდი და არც კვების ფულს არ მოგცემ.
ჩაცმა-დახურვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო... კაი მამაჩემო მეთქი, ვუთხარი და გამოვიხურე სახლის კარი...
3 მანეთი და 50 კაპიკი მეზობლისგან ვისესხე. სტუდ-ბილეთით მანეთი და 25 კაპიკი მატარებლის ბილეთში გადავიხადე და მორჩენილი ხურდით კილკა, კვერცხი და ბუხანკა ვიყიდე... სტიპენდიამდე ჯერ კიდევ მთელი 10 დღე მქონდა წინ...
21 ნოემბერს დარეტიანებული მივედი შეხვედრაზე... გიამ მკითხა (ჭანტურიამ) რა გჭირს, ფერი არ გადევს სახეზეო. ავუხსენი, ასეა, ისეა და 4 დღეა ვშიმშილობ მეთქი... ოჰ გიშველა ღმერთმა, ხვალიდან ერთად ვიშიმშილებთ-ო...
(მაინც შევეცოდე და იმ საღამოს რესტორან აფხაზეთში დამპატიჟა) 22 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ საკუთარი საბნით გამოვცხადდი. სახლი მე აღარ მქონდა და სასმელ საჭმელი, უკეთეს ადგილს სად ვიპოვნიდი? შიმშილობიდან მე-5 დღეს ჩამომაკითხა მამაჩემმა. რას აკეთებ აქო? როგორ თუ რას ვაკეთებ, ხომ მითხარი წადი და გამსახურდია კოსტავამ გარჩინონო? ჰოდა წამოვედი მეთქი...
ბიჯო, ჩემი სარჩენი რომ იყავი, 7 მანეთიან გარგარს მიწუნებდი და არა ცეცხლავდი, ამათი სარჩენი რომ გახდი, ახლა მოგინდა შიმშილობა შე შობელძაღლო-ო?!
P.S. ეს იყო ჩემი პირველი შიმშილობა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა დაპატიმრება და ასათიანის ფსიქიატრიულში გადაყვანა, სადაც 11 დღე ვიშიმშილე პროტესტის ნიშნად და ბოლოს 9 აპრილი...
გამაგრდით ბიჭებო! ყველაფერი კარგად იქნება!!! “ - წერს ემიგრანტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 „დედის უხმო ანდერძი დამიტოვა“ - ლაშა ზარგინავას ემოციური წერილი
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...