„დიასპორა მაღალ ქუსლებზე“ - რომში ქართველ ემიგრანტ ქალთა შეხვედრა გაიმართა

28 აგვისტოს იტალიის დედაქალაქში, ქართველ ემიგრანტ ქალთა დიასპორული საღამო გაიმართა.
იტალიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალბატონები, მარიამობის აღსანიშნავად რომში შეიკრიბნენ.
ღონისძიების ორგანიზატორმა, იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, თამარ დვალმა საფუძველი უპრეცედენტო ისტორიას, „დიასპორა მაღალ ქუსლებზე“ ჩაუყარა.
ემიგრაციამდე
ათი ათასობით ქალმა, წლების უკან ლამაზი კაბები კარადებში გამოკეტა და მიატოვა, კაბები, როგორც ქალად ყოფნის სიმბოლო. ისინი ემიგრაციის გზას დაადგნენ, სადაც ნაკლებად ედღესასწაულებათ, სადაც ლამაზი კაბები პეპლის ხანგრძლივობით ცხოვრობენ. ხშირად ემიგრაციული რუტინა, ნელი მოქმედებით საბოლოოდ კლავს შენში პიროვნებას და ძალდატანების გარეშე ივიწყებ ვინ ხარ.
ემიგრაცია
ემიგრანტთა დიდი უმრავლესობა, მიმღებ ქვეყნებში სამუშაო ადგილებს მომსახურების სფეროში პოულობენ. ქვეყანა, რომელიც მის მიერ შემოთავაზებული პირობებს გთავაზობს არ სცდება მომსახურების სფეროს. პროფესიით ექიმი, პედაგოგი, ეკონომისტი, მუსიკოსი, ქორეოგრაფი, ფარმაცევტი და ა.შ. ქართველი ქალბატონები ძირითადად მოხუცის მომვლელად 24/7-ზე მუშაობენ და საკუთარი ნებით მიღებული არჩევანის ტყვეობაში ექცევიან.
თამარ დვალი
არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ეგუებიან რეალობას, რომლის შეცვლაც შეიძლება. თამარი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი. ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ერთგვარი ციფრული დიასპორა გვაქვს შექმნილი და როცა თანამემამულეებს სჭირდება, ხშირად კომუნიკაციის ამ საშუალებით ვახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და ვენდეთ საკუთარ სინდისს და წარმომავლობას, რომელიც აერთიანებდა სურვილის - ვმდგარიყავით ქართველების გვერდით. სწორედ თამარის ინიციატივით გახდა შესაძლებელი, ქართველი ქალბატონების შეკრება და მარიამობის დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა.
„დიდ რომში პატარა საქართველო გავაცოცხლეთ, ემიგრანტული მძიმე ცხოვრება გვერდზე გავწიეთ და როგორც ქართველ ქალბატონებს შეეფერებათ, მაღალ ქუსლებზე, საღამოს კაბებში, ქართული დროშებით და საქართველოს ჰიმნის ფონზე ვიზეიმეთ! მე ამაყი ვარ უცხო მიწაზე სიყვარულის ერთგულების და ადამიანობის სადარაჯოზე კიდევ რომ შემოგვრჩა უანგარო ნამდვილი ადამიანები.
სიყვარული გადამდებიაო, ჰოდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული გატანა და დაფასება, იქნებ ამით მაინც ვცხონდეთ და როგორც ერი არ გადავშენდეთ! გამძლეობას გისურვებთ ჩემო თანამემამულენო“ - თქვა საღამოს დასასრულს თამარმა.
რომის წმინდა ანდრია პირველოწებულის სახელობის სამრევლო
ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხშირად მასთან. თანაცხოვრებასა და მენტალობაში შეზრდილი წესები და ტრადიცია მხედველობაა, ხოლო ტაძარი ემიგრაციაში - გული.
28 აგვისტოს რომის წმინდა ანდრია პირველოწებულის სახელობის ტაძარში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამის (გარმელია) კურთხევით, მამა იოანემ ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ტაძარში იდგნენ საქართველოს დედები, შვილები, დები და შვილიშვილები, ყველა თაობის საქართველო იდგა და გალობდა. ენთო სანთლები და ცრემლი. მჯერა რომ ქართველი ქალები საქართველოს, როგორც საკუთარ ოჯახს, ვის გამოც სხვის მიწაზე ცხოვრობენ, ისე ლოცავდნენ, აჩურჩულებული ტუჩებით. პირველად ვიდექი ტაძარში, სადაც ემიგრანტები გალობდნენ და მე იმ წუთებში ფეხი ქართულ მიწაზე მედგა.
რომი და ქართული რესტორანი
სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება. დიასპორის სიმრავლემ ხელი შეუწყო საემიგრაციო ქვეყნებში ქართული კერების არსებობას. ამგვარად ყველა დიდ ქალაქში არსებობს ქართული საკვირაო სკოლები, ასევე წლებია არსებობს ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი, იხსნება ბიბლიოთეკები, რესტორანი ან პაბი, სილამაზის სალონებზეც შეგხვდებათ ქართული წარწერები. თუმცა, როგორც წესი ემიგრაცია მოკლებულია შემოქმედებით და კულტურულ ცხოვრებას. ხშირ შემთხვევებში, სწორედ ქართული კერები მასპინძლობენ სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს.
რომის დიასპორის შეკრება, რომში ახლახან გახსნილ ქართულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სიახლეა, როგორც იტალიის დედაქალაქში მცხოვრები, ასევე სხვა ემიგრანტებისთვის.
ემიგრაცია მაღალ ქუსლებზე
ქართული რესტორნის დარბაზში, სადაც თამარ დვალის ორგანიზებით ქართველი ქალბატონების შეხვედრა გაიმართა, საქართველოს დროშები მარგალიტებივით ელაგა ქართული კერძებით სავსე სუფრაზე. დარბაზში ისმოდა მრავალჟამიერი და საქართველოს ჰიმნი, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ემოციურს და ამასთანავე სევდიანს ხდიდა. ერთობას მონატრებული ქართველები ლოცავდნენ სამშობლოს და შვილებს, შვილიშვილებს და ძვირფას ადამიანებს, და დარბაზში იყო ყველაზე მთავარი, ერთმანეთის სიყვარულის, გაფრთხილების და ზრუნვის უსაზღვრო სურვილი. ქალები ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნიდან და საქართველოს გადასარჩენად!
სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, ღონისძიების კულმინაცია მამა იოანეს სტუმრობა გახლდათ. სასულიერო პირის შეძახილმა - „საქართველოს გაუმარჯოს“, სრულიად მოარღვია შეკავებული ემოცია და დედების, შვილების, დების პირიდან ერთხმად ამოდიოდა პასუხი, - „გაუმარჯოს“!
სტატიის ავტორი: ხათუნა შარაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქვეყნების სია საიდანაც იტალიაში ყველაზე მეტი მიგრანტი ჩავიდა
1740490173
ახალი ამბებიოზურგეთში მცხოვრები გულიკო დოლიძე და მისი 3 შვილიშვილი უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ
ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშ...
1740489523
ახალი ამბებიპიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა
„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...
1740488960
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740487078
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...
1740486907
ახალი ამბები„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე
„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...